მოვიდა და სამძიმარზე წავიდა, როგორ იქნება, ვერ ვიცანი ისეთ მდგომარეობაშია | დოთიაშვილის მამა

გამოქვეყნდა:

ქართველი სამართალდამცავები ლევან დოთიაშვილს შიდა ქართლის სამხარეო პოლიციაში მთელი ღამის განმავლობაში ჰკითხავდნენ. კაცი სოფელ კირბალში ცოტა ხნის წინ დაბრუნდა. ოჯახი ამბობს, რომ მისი ემოციური მდგომარეობა მძიემა და ჯერ მედიის კითხვებს ვერ უპასუხებს. 

დოთიაშვილი 6 ოქტომბერს მოკლული თამაზ გინტურის საქმის "ოქროს მოწმეა". ის ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის ტყვეობაში 4 დღის განმავლობაში იმყოფებოდა.

"ამ ეტაპზე არის შეუძლოდ, თავს ცუდად გრძნობს ნამდვილად, არ აქვს ძალა ლაპარაკის, იმედია მოიკრებს ძალებს და მერე ყველაფერს მოგახსენებთ თვითონ. არ არის ძალიან მძიმედ ნაცემი, მაგრამ თვითონ უფრო კარგად გეტყვით ყველაფერს, ამაზე არ გვისაუბრია სულ რაღაც ნახევარი საათის მოსულია, მთელი ღამე გავათენეთ პოლიციაში", - ყვება ცოლი  სოფიო ანდრიაძე.

მამა ყვება, რომ ვერ იცნო ისეთ მდგომარეობაშია მისი შვილი - "არ მისაუბრია ჯერ შვილთან, მოვიდა და სამძიმარზე წავიდა. თავის წინ მოკლეს კაცი, უყურებდა როგორ მოკლეს".

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი