11 ნოემბრიდან ანზორ აბულაშვილის ქუჩაზე გადაადგილება შეიზღუდება | მერია

გამოქვეყნდა:

თბილისის მერიის ცნობით, ანზორ აბულაშვილის ქუჩაზე დაგეგმილი სარეკონსტრუქციო სამუშაოების გამო, 11 ნოემბრის 22:00 საათიდან ავტომობილების გადაადგილება დროებით შეიზღუდება.

"ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება შეიზღუდება აბულაშვილის ქუჩაზე, მეტროსადგურ "დიდუბიდან" შალიკაშვილის სახელობის (ე.წ. დიდუბის) ხიდის მიმართულებით.

შეზღუდვის პერიოდში ავტომობილები აბულაშვილის ქუჩის ნაცვლად აკაკი წერეთლის გამზირის გამოყენებით იმოძრავებენ", - ნათქვამია მერიის განცხადებაში.

 აღნიშნულ ქუჩაზე ტრანსპორტის მოძრაობა სამუშაოების დასრულებისთანავე აღდგება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი