ოკუპანტების მიერ მოკლული თამაზ გინტური ძმა ამბობს, რომ დაკრძალვა ხვალ, შაბათს, 13:00 საათზე იქნება. 2008 წლის ომის მონაწილეს, მშობლიური სოფლის, კირბალის სასაფლაოზე, მშობლების გვერდით დაასაფლავებენ.
ძმამ, ნიკოლოზ გინტურმა მედიასთან კომენტარი გააკეთა გორის საკრებულოს თავმჯდომარის განცხადებაზეც:
"მნიშვნელობა არ აქვს სალოცავში ნასვამი მივა, ფხიზელი მივა, ვისაც სალოცავი უყვარს და ეკლესია უყვარს, მნიშვნელობა არ აქვს. არ მომეწონა ეს განცხადება, იმიტომ, რომ 10 წუთის წინ ჩემი ძმის სამძიმარზე იყო და მერე წავიდა და შეურაცხყოფა გამოვიდა ჩემი ძმის".
მისივე თქმით, გამოკითხვაზე დაიბარეს, თუმცა დაკრძალვამდე საგამოძიებო უწყებაში ვერ გამოცხადდება. იხილეთ: