
ოზურგეთში, ერთ-ერთ მცირე ზომის ჯიხურში, ხანძარი იყო. გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლი ელექტროგაყვანილობას გაუჩნდა.
ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო სამსახური და ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა "მთავარი არხის" ვებგვერდს განუცხადა, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ფოტო: Guria TV