გელათის ეკლესიაში კედლის უნიკალური მხატვრობა ისევ ცვივა. რეაბილიტაციის კომიტეტმა 6 თვის მუშაობის ანგარიში წარადგინა. კომიტეტმა ევროპელ სპეციალისტებთან თანამშრომლობით 2 საინჟინრო პროექტი მოამზადა, რომლებიც მომავალ კვირას UNESCO-ს გადაეგზავნება და მისი თანხმობის შემთხვევაში განხორციელდება.
სპეციალისტები ამბობენ, მზად არის დროებითი გადახურვის პროექტი. პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელი, დავით ლორთქიფანიძე ამბობს, რომ ბუნებრივად ელოდებიან როდის გამოშრება კედლები, რომელიც დასველდა მაშინ, როცა წინა დროებითმა გადახურვამ წყალი გაატარა.
ამჟამად ტაძარში წყალი არ ჩადის.
"პროცესები რეალურად შეჩერებულია, მიუხედავად იმისა, რომ იყო და არის კვლავ რთული მდგომარეობა. ასევე შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ის სამუშაოები, რომლებიც უკვე დაწყებულია, ყველა მიმდინარეობს საერთაშორისო სტანდარტით", - ამბობს ლორთქიფანიძე.