რუსული ავიაკომპანია Red Wings-ის თვითმფრინავი ბათუმში ვერ დაჯდა

გამოქვეყნდა:

"ეხო კავკაზას" ინფორმაციით, რუსული ავიაკომპანია Red Wings-ის თვითმფრინავი, რომელიც მოსკოვი-ბათუმის რეისს ასრულებდა, ვერ დაჯდა. ის უკან, მოსკოვში დაბრუნდა.

წინასწარი ინფორმაციით, თვითმფრინავი იძულებული გახდა დომოდედოვოს აეროპორტში დაბრუნებულიყო, რადგანაც სანავიგაციო მოწყობილობების პრობლემა შეექმნა.

რეისის გადადებას კომპანია TAV Georgia-ც ადასტურებს, რომელიც ბათუმის აეროპორტის მმართველი კომპანიაა. 

საერთაშორისო სანქციების დაწესების შემდეგ, ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა რუსული ავიაკომპანიების თვითმფრინავებს ტექნიკური პრობლემები ექმნებათ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი