ბოლნისის ერთ-ერთი სოფლიდან არასრულწლოვანი გოგო გაიტაცეს

გამოქვეყნდა:

ბოლნისის ერთ-ერთი სოფლიდან არასრულწლოვანი გოგო გაიტაცეს. "მთავარი არხის" ინფორმაციით, შემთხვევა გუშინ მოხდა. 

წუხელ პოლიციის განყოფილებაში იმყოფებოდა 16 წლის გოგონაც. როგორც გოგონას ოჯახი ამტკიცებდა, ის ცოლად მოყვანის მიზნით გაიტაცეს და მის სახლში დაბრუნებას ითხოვდნენ.

ბოლნისის პოლიციასთან მთელი ღამის განმავლობაში ხმაური იყო.

როგორც მოგვიანებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ "მთავარი არხის" ვებგვერდს განუცხადა, შეტყობინების საფუძველზე, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

მასალა განახლდა შსს-სგან ინფორმაციის მიღების შემდეგ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი