რუსი ოკუპანტების მიერ მოკლული თამაზ გინტური კირბალში სამხედრო პატივით დაკრძალეს

გამოქვეყნდა:

რუსი ოკუპანტების მიერ მოკლული თამაზ გინტური კირბალში, სოფლის სასაფლაოზე, მშობლების გვერდით, სამხედრო პატივით დაკრძალეს. უკანასკნელ გზაზე ის ოჯახის წევრებმა, მოქალაქეებმა, სამოქალაქო აქტივისტებმა და პოლიტიკოსებმა გააცილეს. სამოქალაქო პანაშვიდები კი დღეს გორის საკათედრო ტაძარში მიმდინარეობდა.

კირბალის სასაფლაოს ტერიტორიას, რომლის ნაწილიც ოკუპირებულია, სპეცდანიშნულების რაზმი იცავს. სოფელში განსაკუთრებული უსაფრთხოების ზომებია მიღებული.

შეგახსენებთ, რომ 6 ნოემბერს, სოფელ კირბალთან, ლომისას სალოცავში, სანთლის დასანთებად მისული საქართველოს მოქალაქე, თამაზ გინტური, მოკლეს, ლევან დათიაშვილი კი გაიტაცეს.  დოთიაშვილი ოკუპანტებმა 9 ნოემბერს გაათავისუფლეს. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ რუსეთის საოკუპაციო ძალის წარმომადგენლის მიერ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად საქართველოს მოქალაქის მკვლელობის და ერთი პირის გატაცების ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 143-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი