ქუთაისში ტაქსის მძღოლები გაიფიცნენ. კომპანია Bolt-ის 200-მდე მძღოლი მე-6 დღეა მგზავრთა მომსახურებაზე უარს აცხადებს. ისინი ბალახვანში, დავით აღმაშენებლის ძეგლთან არიან შეკრებილები.
აქციის მონაწილეები მგზავრობის ტარიფის 20%-ით გაზრდას მოითხოვენ და ამბობენ, რომ შეუძლებელია, მოქმედი ტარიფით მათ მუშაობა განაახლონ.
Bolt-ის გაფიცულ თანამშრომლებს სხვადასხვა ტაქსის კომპანიის მძღოლები სოლიდარობის ნიშნად შეუერთდნენ.