მე ვცდილობდი ამ ადამიანის და ასეთი ადამიანების მოფრთხილებას, გაფრთხილებით ვცდილობდი | ჯაღმაიძე გინტურის პანაშვიდზე იმყოფებოდა

გამოქვეყნდა:

"გვაქვს ეპარქიები, სადაც ნაწილი არის მოხვედრილი ხაზს იქით... ბევრ მათგანში ვახერხებთ მსახურებას, ძალიან ვუფრთხილდებით იმიტომ, რომ ბეწვზე კიდია მშვიდობა",  - აცხადებს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე, რომელიც კირბალში, ოკუპანტების მიერ მოკლული თამაზ გინტურის სამოქალაქო პანაშვიდზე იმყოფებოდა.  

გარდა ამისა ჯაღმაიძე "მთავარი არხის" გამაღები ჯგუფი გააკრიტიკა და დეზინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა. მისი მტკიცებით "მთავარმა არხმა"  ხალხს ისე მიაწოდა, ინფორმაცია, რომ  თითქოს  მლეთის ლომისის კარი იყო აჭედილი. 

"ზოგადად ჩვენ გვაქვს ეპარქიები, სადაც ნაწილი არის მოხვედრილი ხაზს იქით. ბევრ მათგანი ჩვენ ვახერხებთ მსახურებას, ამიტომ ძალიან ვუფრთხილდებით  იმიტომ, რომ ბეწვზე კიდია მშვიდობა. თქვენმა ტელევიზიამ [მთავარმა არხმა]  გააკეთა შემდეგნაირად. ჩაიწერა ინტერვიუ ამ ლომისის ტაძარზე, რომელიც კირბალშია და ხალხს ისე მიაწოდა, თითქოს  მლეთის ლომისის კარი იყო აჭედილი, ამიტომ იქ მცხოვრები მოსახლეობა იყო გაუგებრობაში და ეგონათ, რომ მლეთის ლომისის კარი იყო აჭედილი. [მორალურად გამართლებულია თქვენი აქ ყოფნა, როცა მოქალაქეებს აკისრებდით პასუხისმგებლობას] მე ვცდილობდი ამ ადამიანის და ასეთი ადამიანების მოფრთხილებას, წინასწარ, გაფრთხილებით ვცდილობდი", - ამბობს ჯაღმაიძე 

ცნობისთვის, დღეს 11 ნოემბერს რუსი ოკუპანტების მიერ მოკლული თამაზ გინტური კირბალში, სოფლის სასაფლაოზე, მშობლების გვერდით, სამხედრო პატივით დაკრძალეს. 

შეგახსენებთ, რომ 6 ნოემბერს, სოფელ კირბალთან, ლომისას სალოცავში, სანთლის დასანთებად მისული საქართველოს მოქალაქე, თამაზ გინტური, მოკლეს, ლევან დათიაშვილი კი გაიტაცეს.  დოთიაშვილი ოკუპანტებმა 9 ნოემბერს გაათავისუფლეს. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ რუსეთის საოკუპაციო ძალის წარმომადგენლის მიერ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად საქართველოს მოქალაქის მკვლელობის და ერთი პირის გატაცების ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 143-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი