ოკუპანტებმა რამდენიმე საათის განმავლობაში ქართველ ექიმებს გინტურის დახმარების უფლება არ მისცეს | დაისჯებიან თუ არა მკვლელები

გამოქვეყნდა:

დღეს კირბალში სამხედრო პატივით დაკრძალეს თამაზ გინტური, რომელსაც ზურგში ესროლეს რუსმა ოკუპანტებმა. მათ ქართველ პოლიციელებსა არ მისცეს დაჭრილის დახმარების შესაძლებლობა.  

მკვლელობის ადგილზე ექიმები დაახლოებით 2 საათზე მეტ ხანს ვერ მივიდნენ. ოკუპანტებმა მედიკოსები არ გაუშვეს, რითაც გინტურის გადარჩენის პოტენციური შანსიც მოსპეს. 

ვინ არიან ოკუპანტი მესაზღვრეები, რომლებიც მკვლელობის დღეს საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდნენ და რომელმა ესროლა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მონაწილეს?! სოციალურ ქსელში ვრცელდება მკვლელობაში ეჭვმიტანილთა სია, თუმცა ჯერ გამოძიებას არ დაუდგენია, დამნაშავის ვინაობა. თამაზ გინტურამდე ოკუპანტებმა მოკლეს არჩილ ტატუნაშვილი, გიგა ოთხოზორია, დავით ბაშარული, ირაკლი კვარაცხელია. არც ერთი მათგანის მკვლელს პასუხი არ უგია.

ნახეთ ზურა პეტროსიანის სიუჟეტი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი