ჩვენი დროის გმირები, რომლებიც ოკუპანტებმა "ოცნების მშვიდობიანობის ჟამს" მოკლეს | მკვლელები დაუსჯელები არიან

გამოქვეყნდა:

ჩვენი დროის გმირები, რომლებიც ქმნიან ქვეყნის უახლეს ისტორიას. ადამიანები, რომლებმაც სიკვდილით მთელი ქვეყანა აალაპარაკეს, მთელ ქვეყანას დაწყვიტეს გული და სამშობლოს სიყვარული კიდევ უფრო გაუმძაფრეს. გმირები, რომლებიც მშვიდობიანობის ჟამს მოკლეს ოკუპანტებმა.

დღეს თამაზ გინტური დაკრძალეს. 2008 წლის ომის მონაწილე. ის ოკუპანტის ტყვიამ, ომიდან 15 წლის შემდეგ იმსხვერპლა. ზურგში ესროლეს და დაჭრილთან მიახლოების უფლება არავის მისცეს. მისმა მკვლელობამ იარები განუახლა ოკუპანტების მიერ მოკლული არჩილ ტატუნაშვილის, გიგა ოთხოზორიას, ირაკლი კვარაცხელიას, დავით ბაშარულის ოჯახებს. მათაც, ვინც თავად გამოცადეს უკანონოდ დაკავების სიმძიმე.

ნახეთ ნინო ჟიჟიაშვილის სიუჟეტი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი