კახეთში, სოფელ ქეშალოში, 29 წლის კაცი მოკლეს | მომხდარის დეტალები

გამოქვეყნდა:

მკვლელობა კახეთში - საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქეშალოში 29 წლის ჯავიდ მამედოვი ცივი იარაღით მოკლეს. სავარაუდო დამნაშავე სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე დააკავეს.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შსს-ს თქმით, აღნიშნულ ფაქტს წინ უძღოდა ფინანსურ თემაზე წარმოქმნილი ურთიერთშელაპარაკება. 
"მთავარი არხი" კი ესაუბრა მოკლულის მამას, რომელიც ამბობს, რომ მის შვილს ბრალდებულის ვალი ჰქონდა - საუბარია დაახლოებით 150 ათას ლარზე. ამის სანაცვლოდ ოჯახმა კაცს საკუთარი სასადილო გადაუფორმა და დარჩენილი იყო მცირეოდენი ვალი, რის გამოც, სავარაუდოდ, მხარეებს შორის დაპირისპირება ქორწილში დაიწყო.

მოკლულის მამა ასევე აღნიშნავს, რომ დაკავებულია ერთი პირი, თუმცა, ის ვარაუდობს, რომ მის შვილს დაახლოებით 6 პირი უსწორდებოდა და ამბობს, რომ ყველა პირი თანაბრად უნდა დაისაჯოს.

მოკლულის დედა კი ამბობს:

"ჩემს შვილს სასტიკად გაუსწორდნენ, 6 ადამიანი სცემდა, თავში ურტყამდნენ და შემდეგ დანა დაარტყეს, ყველა დასაჭერია."

ავტორი: ია გულიაშვილი
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი