კამპანია "შენ ევროკავშირში" გრძელდება | საინიციატივო შეხვედრა ახმეტასა და ყვარელში გაიმართება

გამოქვეყნდა:

კამპანია "შენ ევროკავშირში" გრძელდება. დღეს, 12 ნოემბერს, ახმეტაში ახალგაზრდების საინიციატივო ჯგუფის წევრები ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მოსახლეობას შეხვდებიან. დღესვე გაიმართება შეხვედრა ყვარელშიც. შეხვედრებზე ისინი ევროკავშირის მნიშვნელობასა და ისტორიაზე გაამახვილებენ ყურადღებას.

პროექტის მიზანი, საქართველოს მასშტაბით, ევროინტეგრაციის მხარდამჭერი მოქალაქეების გაერთიანებაა.

პროექტის ფარგლებში, რეფორმებისა და კვლევის ჯგუფი, ორგანიზაციები "წერტილი" და "რეგიონის ხმა", მოქალაქეებთან ერთად, საქართველოს ყველა კუთხეს ეწვევიან.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი