ყაჩაღობა ხობის რაიონის სოფელ ჭალადიდში. გასულ ღამეს 3 ან 4 შეიარაღებული პირი სალარიძეების ოჯახს დაესხა თავს და ფული და ოქრო მოითხოვა.
თავდამსხმელები ნიღბებით იყვნენ, თუმცა სავარაუდოდ პოლიციას ისინი უკვე იდენტიფიცირებული ჰყავს. მათ ოჯახის წევრები გაკოჭეს და ფიზიკურადაც გაუსწორდნენ. არსებული ინფორმაციით, წაღებულია დაახლოებით 500 ლარამდე თანხა და ოქრო.
პოლიციამ დაზარალებული ოჯახი უკვე გამოკითხა. ამოღებულია თითის ანაბეჭდები, რომლებიც ექსპერტიზაზეა გადატანილი.
გამოძიება მომხდარზე სსკ-ის 179-ე მუხლით მიმდინარეობს.
ავტორი: ემა გოგოხია