ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ ხორგში დაკარგული დავით ტყებუჩავა იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, ის უვნებელია. ოჯახის წევრები სამართალდამცავებთან ერთად 40 წლამდე კაცს რამდენიმე დღის განმავლობაში ეძებდნენ. ის სამი დღის წინ გაუჩინარდა.