
ამერიკელი პროფესორი ედუარდ რაუპი საქართველოში 20 წლის წინ, მშვიდობის კორპუსის მისიით ჩამოვიდა. თავდაპირველად გორის უნივერსიტეტში ასწავლიდა, თუმცა აქ ცხოვრების განმავლობაში საკუთარი ცოდნითა და გამოცდილებით არაერთ უნივერსიტეტს დაეხმარა. დღემდე გროში ცხოვრობს და ამ ქალაქსაც მის ცხოვრებაში განსაკუთრებული ადგილი უკავია. ჯერ კიდევ 20 წლის დაიწყო გორის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის დახმარება, რომლისთვისაც ოკეანის გაღმიდან 7000 წიგნი ჩამოტანა. ვიეტნამის ომის ვეტერანი, აშშ-ის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა პოლკოვნიკი, 7 სამეცნიერო ხარისხით, რომელმაც პენტაგონში გატარებული წლების შემდეგ საკუთარი ცხოვრება მეცნიერებას და განათლებას დაუთმო.
ავტორი: გვანცა სუთიძე