თამაზ გინტურის ოჯახი მკვლელების დასჯას ითხოვს | "ოცნების" ხელისუფლებას მათი გადმოცემა ამ დრომდე არ მოუთხოვია

გამოქვეყნდა:

მკვლელების დასჯა გინტურების ოჯახის მთავარი მოთხოვნა ხდება. ლომისას ტაძართან მომხდარი სასტიკი დანაშულიდან ერთი კვირის შემდეგ საქართველოს ხელისუფლებას არცერთი ნაბიჯი არ აქვს გადადგმული. მიუხედავად ფაქტისა, რომ თამაზ გინტურის მკვლელების ვინაობა დანაშულის მეორე დღესვე გასაჯაროვდა, "ქართულ ოცნებას" ჯერ არ მოუთხოვია მათი გადმოცემა და არც რაიმე სხვა ზომებისთვის მიუმართავს. 

სოფელ კირბალში კი ვითარება სულ უფრო მძიმდება. ხელისუფლების უმოქმედობით გაღიზიანებული ადგილობრივები საკუთარი მთავრობისგან დაცვას ითხოვენ. აქტიურ მოქმედებას მოითხოვს მმართველი პარტიისგან ოპოზიციაც. ყოფილი მაღალჩინოსნები, რომლებიც ძალოვან უწყებებში მუშაობდნენ, ამტკიცებენ, რომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის არარსებობის მიუხედავად, საქართველოს აქვს ბერკეტები, რომ მოითხოვოს მკვლელი რუსი სამხედროების გადმოცემა.

ავტორი: ზურა პეტროსიანი 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი