30 სოფელი, რომელსაც წყალი არ მიეწოდება, თითქმის გაუვალი გზები, განადგურებული ინფრასტრუქტურა და გურჯაანის მერია, რომელიც ამ პრობლემებს გულგრილად უყურებს. აუდიტის სამსახური აქვეყნებს სკანდალურ დასკვნას, რომელიც მუნიციპალიტეტში საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივ ხარჯვას ადასტურებს - რაც ექსპერტების შეფასებით კორუფციის კონკრეტული მაჩვენებელია. დოკუმენტის მიხედვით მერიამ მილიონ 200 ათასი ლარი დახარჯა პროექტებში, რომლებსაც მოსახლეობის ცხოვრება არაფრით არ გაუუმჯობესებია.