ახალი აკრძალვები საქართველოსთვის, რომელიც ქვეყანას ევროპის ქვეყნებთან წვდომას უზღუდვას. "ოცნების" მეგობარი ვიქტორ ორბანის ვიზიტიდან მალევე უნგრეთმა სახმელეთო გადაზიდვებზე შეზღუდვები დააწესა და წლიური ნებართვების საფასურიც გაზარდა. სატრანსპორტო კომპანიები სანქციების კიდევ უფრო გამკაცრებას და მომავალი წლიდან გადაზიდვების სრულად შეზღუდვას ელოდებიან. ექსპერტები კი არ გამრიცხავენ, რომ რეგულაციები რუსეთის ინტერესებიდან გამომდინარე ამოქმედდა, რაც ოკუპანტ სახელმწიფოს სანქციებისთვვის გვერდის ასავლელად ახალ შესაძლებლობას მისცემს.