
მგზავრების ინფორმაციით, ბათუმი-ქუთაისის მატარებელი გაჩერებულია. როგორც ისინი "მთავარი არხის" ვებგვერდს ატყობინებენ, უკვე 3 საათია, ჩაქვის სადგურზე არიან გაჩერებულები და არ იციან, როდის შეძლებენ მგზავრობის გაგრძელებას. მათივე თქმით, რკინიგზის თანამშრომლები ამაზე არაფერს ეუბნებიან.
შეფერხების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. "მთავარი არხის" ვებგვერდი ინფორმაციის დაზუსტებას "საქართველოს რკინიგზაში" ცდილობს.