"წამალი [აქონდროპლაზიის] ჩამოვიდა... ზეგ ჩვენი თინეიჯერები პირველ დოზას გაიკეთებენ" | მაკუნა გოჩიაშვილი

გამოქვეყნდა:

"წამალი ჩამოვიდა და უკვე იაშვილის კლინიკაშია... ზეგ ჩვენი თინეიჯერები პირველ დოზას გაიკეთებენ" - წერს სოციალურ ქსელში აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე ბავშვის დედა, მაკუნა გოჩიაშვილი.

"ზეგამდე რომ არ გითხრათ. რამდენიმე წუთის წინ გავიგე, რომ წამალი ჩამოვიდა და უკვე იაშვილის კლინიკაშია. ზეგ ჩვენი თინეიჯერები პირველ დოზას გაიკეთებენ. წამალი დაიდო!" - წერს მაკუნა გოჩიაშვილი.

შეგახსენებთ, აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლები საპროტესტო აქციებს რამდენიმე ათეული დღის განმავლობაში მართავდნენ, მათ მთავრობის ადმინისტრაციასთან 20 ღამე გაათენეს და სახელმწიფოსგან მედიკამენტ „ვოზორიტიდის“ დაფინანსებას ითხოვდნენ. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი