მოგებული ტენდერები და გამარტივებული წესით გაფორმებული ხელშეკრულებები. კომპანია "ნითესა" და გორის მუნიციპალიტეტს შორის დადებული კონტრაქტები კორუფციის მკვლევარების ყურადღების ცენტრში მოექცა. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში "ნითემ" ჯერ კიდევ შეუსრულებელი სამუშაოებისთვის ბიუჯეტიდან ასი ათასობით ლარი მიიღო, და ყველა შემთხვევაში კომპანიასთან ხელშეკრულება გამარტივებული წესით არის გაფორმებული. კორუფციის მკვლევარებისთვის კი საეჭვო ამ გარიგებებში "ნითეს" ერთ-ერთი მფლობელის ნათესაური კავშირია. დავით ლომიტაშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნის ძმაა.