ჰესები რუსებისთვის | დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლება მორიგ სტრატეგიულ ობიექტს ასხვისებს

გამოქვეყნდა:

დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლება მორიგ სტრატეგიულ ობიექტს ასხვისებს. ამ ეტაპზე საუბარია ენგურის ვარდნილჰეს 2-ზე, რომელიც წლებია აღარ ფუნქციონირებს. იგეგმება მისი იჯარით გაცემა, თუმცა ექსპერტები ვარაუბოდენ, რომ ეს არის მხოლოდ პირველი ნაბიჯი და ვარდნილჰეს ორი საბოლოოდ ოკუპანტი სახელმწიფოს ხელში აღმოჩნდება.

თავად ოკუპირებულ აფხაზეთში კი უკმაყოფილება იზრდება. ოპოზიციასთან ერთად, სტრატეგიული ობიექტების გასხვისებას მოსახლეობაც აპროტესტებს. მით უფრო იმ ფონზე, რომ კრემლი სულ უფრო ხშირად ამბობს უარს დაპირებების შესრულებაზე. დაფინანსების შემცირების შემდეგ რუსეთმა უარი თქვა დროებით ოკუპირებული აფხაზეთისთვის ელექტროენერგიის უფასო მიწოდებაზე. 

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი