ქუთაისის მერიასთან ხმაურია. სოციალურად დაუცველი მარტოხელა მამა ადგილობრივი ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვდა, თუმცა უარი მიიღო.
სოციალურად დაუცველი მამაკაცი შეუძლოდ გახდა და სასწრაფო დახმარების გამოძახება გახდა საჭირო.
“ვითხოვ დახმარებას, არავინ მაქცევს ყურადღებას, ძალიან გაჭირვებული ვარ”, – აცხადებს დავით გვეტაძე. ადგილზე საპატრულო და კრიმინალური პოლიციაა მობილიზებულია.