არასრულწლოვნებზე სავარაუდო ძალადობის ფაქტი გორში. გორის თავშესაფარში მოზარდები ერთ-ერთ თანამშრომელს ზეწოლაში ადანაშაულებენ. მათი განცხადებით პოლიციასაც მიმართეს და საქმეზე გამოძიებაც დაიწყო.
ბავშვები ამბობენ, რომ ზეწოლა დიდი ხანია ხდება და რუსუდან ოქროშიაშვილს როგორც ფიზიკურ, ასევე ფსიქოლოგიურ ძალადობაში ადანაშაულებენ. არასრულწლოვნები აღმზრდელისთვის უფლებამოსილების შეჩერებას მოითხოვენ.
"მთავარი არხი" თავად რუსუდან ოქროშუაშვილთან დაკავშირებასაც ცდილობდა, თუმცა მან ჩვენს ჟურნალისტს ტელეფონი გაუთიშა.
შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.