"ჟურნალისტიკის ოსკარი" ნიკა გვარამიას | ჯილდო სიცოცხლის რისკის ფასად სიტყვის თავისუფლების დაცვისთვის

გამოქვეყნდა:

პირველი ქართველი, რომელმაც პრესის თავისუფლების ჯილდო მიიღო - ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტმა ეგრეთ წოდებული "ჟურნალისტური ოსკარი" ნიკა გვარამიას გადასცა. "მთავარი არხის" დამფუძნებელმა ეს აღიარება სიცოცხლის რისკის ფასად სიტყვის თავისუფლების დაცვისთვის მოიპოვა. დაცვის კომიტეტი ამ პრიზს ყოველწლიურად გადასცემს მსოფლიო მედიის წარმომადგენელებს. დაჯილდოების ცერემონიაზე, რომლიც ნიუ იორკში, გლას ჰაუზში გაიმართა, ნიკა მეუღლესთან სოფო ლილუაშვილთან ერთად იმყოფებოდა, რომელმაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანა ნიკას გათავისუფლებაში. საკუთარ სიტყვაში "მთავარი არხის" დამფუძნებელმა დემოკრატიული ღირებულებების დაცვისა და სამშობლოსა და თავისუფლებას შორის არჩევანზე ისაუბრა.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი