ავტოსაგზაო შემთხვევა სოფელ ბისოსთან - რა გახდა ტრაგედიის მიზეზი

გამოქვეყნდა:

ჟინვალი-ბარისახო-შატილის საშიშ გზაზე, შატილიდან-თბილისისკენ მომავალი მიკროავტობუსი გაჩერებულ ავტომობილს დაეჯახა და 80 მეტრის სიმაღლიდან კლდოვან ფერდობზე გადავარდა. დაიღუპა 17 ადამიანი. სიცოცხლისთვის ამ დრომდე იბრძვის 3 ახალგაზრდა ქალი.  

რა გახდა ავტოკატასტროფის მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია. თუმცა ფაქტია, რომ მიკროავტობუსს, რომელსაც ძალიან რთულ გზაზე 20 ადამიანი გადაჰყავდა, ტექდათვალიერება გავლილი არ ჰქონდა. შემთხვევა სოფელ ბისოსთან მოხდა, 90 გრადუსიან მოსახვევში. დამუხრუჭების კვალი ადგილს ეტყობოდა, მაგრამ, როგორც ჩანს მძღოლს მოსახვევში შესვლა გაუჭირდა. იყო ეს გამოუცდელობის, დაღლილობის, ავტომობილის გაუმართაობის თუ გზაზე არარსებული ჯებირების ბრალი - ამ კითხვას პასუხი გამოძიებამ უნდა გასცეს. 

მგზავრების გადარჩენას ადგილობრივები თავდაპირველად საკუთარი ძალებით შეეცადნენ. მათ შეჯახების ხმა გაიგეს, ადგილზე მისულებს კი საზარელი სურათი დახვდათ.

მძღოლი, რომელიც მიკროავტობუსს მართავდა, დაქირავებული იყო. არკადი ალავერდოვის ახლობელი "მთავარს" უყვება, რომ მას ავტომანქანის მართვის ხანგრძლივი გამოცდილება ჰქონდა. 

საბედისწერო ტური ხევსურეთში ერთდღიანი იყო და მასში შატილის-მუცო-ანატორის მონახულება შედიოდა . თბილისიდან მერსედესის მარკის მიკროავტობუსი დილის 5 საათზე გავიდა. ტურის მონაწილეებმა მთაში რამდენიმე საათი გაატარეს და უკან ბრუნდებოდნენ. წვიმიან ამინდში ეს ურთულესი გზა კიდევ უფრო საშიშია.

ხატია ზაალიშვილი, დები - ირმა და ხათუნა მურუსიძეები, დები მედეა და ხატია დევსურაშვილები, მათგან ერთი ადგილზე გარდაიცვალა, 23 წლის ხატია კი ამ დრომდე სიკვდილს ებრძვის. საბედისწერო ტურში დედასთან ერად იმყოფებოდა ნუცა ყანდაშვილი, გარდაიცვალა ნუცას დედაც. 17 დაღუპულთა შორის არის გიდი სერგო გორლიუკოვიც. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი