სენაკის სასულიერო გიმნაზიის შენობიდან ფანჯარა ჩამოვარდა და ორ პედაგოგს დაეცა

გამოქვეყნდა:

სენაკის სასულიერო გიმნაზიის შენობიდან ფანჯარა ჩამოვარდა და ორ პედაგოგს დაეცა. შემთხვევა დღის პირველ ნახევარში მოხდა. არსებული ინფორმაციით, ისინი სენაკის საავადმყოფო "არქიმედეში" გადაიყვანეს. 

ერთ-ერთი მათგანი სამკურნალოდ სახლში გაწერეს, მეორე კი კლინიკაში, მედიკოსების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება. მას თავის ტრამვა აქვს.

შემთხვევის გამომწვევი მიზეზი და სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

ავტორი: ემა გოგოხია 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი