400-მდე მევენახე ჩაბარებულ ყურძენზე თანხის გასტუმრებას ითხოვს

გამოქვეყნდა:

400-მდე მევენახე ჩაბარებულ ყურძენზე თანხის გასტუმრებას ითხოვს. მათი ერთი ნაწილი წინანდლის ღვინის ქარხანასთან შეიკრიბა, სადაც რამდენიმე თვის წინ მოსავალი ჩააბარეს.

ფერმერებს 10 ათასობით ლარი აქვთ ასაღები, თუმცა, არაერთგზის დაპირების მიუხედავად, კომპანია "ართეგი", რომელმაც წინანდლის ქარხანა იქირავა, მათთან კონტაქტზეც კი აღარ გამოდის.

მევენახეები დახმარების თხოვნით თითქმის ყველა შესაბამის უწყებას უშედეგოდ უკავშირდებიან. როგორც ისინი აცხადებენ, ბანკიდან თანხა აქვთ გამოტანილი და გადახდას ვეღარ ახერხებენ.

"თვე-ნახევარია უკვე გადაცდენილი, ორასჯერ მოვედი აქ და არავინ ყურს არ იბერტყავს, მარტო დაპირება, ხვალ იქნება, ზეგ იქნება, მაზეგ იქნება, ჯერჯერობით არაფერი არ არის. [რამდენი გაქვთ ასაღები?] 22 000. ოჯახს მიხედვა უნდა, ვენახს მიხედვა უნდა, ბანკის ვალები გვაქვს, ზოგს მუშები ჰყავს დასარიგებელი, ხალხი ძალიან ცუდ დღეშია", - ამბობს მევენახე გია ლოლაძე.

მათი თქმით, გვიანდება ვენახში ჩასატარებელი სამუშაოებიც.

ავტორი: ია გულიაშვილი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი