უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლს, ირაკლი ქურციკიძეს, დღეს დაკრძალავენ

გამოქვეყნდა:

უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლს, 25 წლის ირაკლი ქურციკიძეს, დღეს რუსთავში, სამხედრო პატივით დაკრძალავენ. ის საქართველოში 23 ნოემბერს, გამთენიისას ჩამოასვენეს.

ქურციკიძე 12 ნოემბერს, ოკუპანტებთან შეტევითი ოპერაციის დროს, ჭურვის აფეთქებას ემსხვერპლა. ის პროფესიონალი სამხედრო იყო და უკრაინაში რუსეთის მიერ ომის დაწყების დღიდან იბრძოდა. 

ცნობისთვის, 2022 წლის თებერვლიდან დღემდე, რუსეთის წინააღმდეგ ომში, 50-ზე მეტი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. 

ავტორი: ემა გოგოხია

ასევე ნახეთ:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი