"აიკრძალოს ფრენები და დაწესდეს სავიზო რეგულაციები რუსეთთან" - ამ მოთხოვნით აეროპორტის გზაზე პარტია "ლელოს" ახალგაზრდული ორგანიზაციის საპროტესტო აქცია იწყება.
ახალგაზრდები ხელისუფლებას მოუწოდებენ, შეჩერდეს რუსული ეკონომიკური ექსპანსია და აიკრძალოს პირდაპირი ავიამიმოსვლა რუსეთთან, რაც საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე ერთ-ერთი დაბრკოლებაა.
აქციის ორგანიზატორების თქმით, ისინი არ აპირებენ გაჩერებას და აპირებენ ბრძოლას, რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ.