აბასთუმნის ობსერვატორიის ადმინისტრაცია ცოტა ხნის წინ გარდაცვლილი მეცნიერისა და მათი თანამშრომლის, რეზო ნაცვლიშვილის, ოჯახს გამოსახლებით ემუქრება. მამის დაკრძალვისთვის უკრაინიდან დაბრუნებულ შვილს, ნანა ნაცვლიშვილს სთხოვენ, რომ ბინა დატოვოს. ვადა იწურება, ადმინისტრაცია ნანა ნაცვლიშვილს ჰპირდება, რომ სახლს პოლიციის ძალით დაატოვებინებს.
ნაცვლიშვილი "მთავარ არხს" უყვება, რომ მას წასასვლელია არსად აქვს, რადგან უკრაინის მოქალაქეა და დროებით ოკუპირებულ ყირიმში ვეღარ დაბრუნდება. რა მიზეზით სთხოვენ მამის საცხოვრებელი სახლის დაცლას, მისთვის უცნობია.
"მომცენ უფლება, რატომ მაგდებენ... ნახევარი აბასთუმანი და ობსერვატორია ცარიელია. ყველაფერი ავუხსენი, ვუთხარი, რომ ვეძებ და ვერაფერი ვერ ვიპოვე, უბრალოდ დამტოვეთ...მე რაიმე დავიტოვო არ მინდა, უბრალოდ რომ ვიცხოვრო, სანამ რაიმეს ვიპოვი, თუმცა უარი მითხრეს... ჰგონია, რომ იქ შემიძლია ვიცხოვრო, არადა არ არის არც სითბო.. აი, ბავშვი რომ არ მყავდეს და ზაფხული იყოს კიდევ შესაძლებელია, თუმცა ამ ზამთარში შეუძლებელია," - ამბობს ნანა ნაცვლიშვილი.
ობსერვატორიის პოზიცია თემასთან დაკავშირებით უცნობია. ჩვენს სატელეფონო ზარებს მისი დირექტორი არ პასუხობს.