ექსპერტიზის ბიუროს დნმ-კვლევები შესაძლოა ეჭვქვეშ დადგეს | ახალი დეტალები 12 წლის ანას სავარაუდო მკვლელობის საქმეში

გამოქვეყნდა:

ჩვენ კიდევ ერთხელ გვიწევს დავუბრუნდეთ გახმაურებულ საქმეს - რომელიც 8 თვის განმავლობაში სულ უფრო მეტ კითხვას აჩენს, პასუხები კი არ ჩანს. დიღომში 12 წლის ანას საეჭვო ვითარებაში გარდაცვალების საქმეზე მთავარი ეჭვმიტანილი გამოძიებას არ ჰყავს. ამ საქმესთან შემხებლობით ერთადერთი პირია დაკავებული - სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს თანამშრომელი, რომელსაც ბრალად ედება, რომ დე-ენ-ემის ნიმუშები სათანადო წესით ვერ აიღო. შედეგად მტკიცებულებები დაობდა და ვერ ხერხდება იმის დადგენა - ვინ არის სავარაუდო მკვლელი.

მაგრამ პოსტ ფაქტუმმა აღმოჩინა, რომ ეს პრობლემა გაცილებით უფრო სიღრმისეულია. ირკვევა, რომ ის, რასაც ახლა პროკრატურა ექსპერტს ედავება, შესაძლოა არა მისი ბრალი, არამედ არასწორი სისტემური მიდგომის შედეგი იყოს, რომელიც ეჭვქვეშ აყენებს ქვეყანაში ჩატარებული ყველა დე-ენ-ემის ექპერტიზის შედეგებს.

 

 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი