ავტოსაგზაო შემთხვევა "ჰუალინგის" დასახლებასთან - თვითმხილველების ინფორმაციით, ავტომობილი და მოტოციკლი ერთმანეთს შეეჯახნენ. შედეგად მოტოციკლის მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა.
მომხდარის სავარაუდო მიზეზად გადამეტებული სიჩქარე სახელდება.
ამ დროისთვის დამატებითი დეტალები უცნობია და მას შინაგან საქმეთა სამინისტროში ვარკვევთ.