დღეიდან 9 დეკემბრამდე, სამტრედია-გრიგოლეთის მე-4 მონაკვეთზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება

გამოქვეყნდა:

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, გეგმიური სამუშაოების გამო, 27 ნოემბრიდან 9 დეკემბრამდე, სამტრედია-გრიგოლეთის მე-4 მონაკვეთზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება

უწყება ამბობს, რომ მონაკვეთზე, ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების საგარანტიო ვადის დასრულების გამო, მიმდინარეობს დეპარატმენტისთვის პროექტით შესრულებული სამუშაოების გადაბარების პროცესი.

"პროცედურის ფარგლებში, 2023 წლის 27 ნოემბრის 14:00 სთ-დან 9 დეკემბრამდე დაგეგმილია ხიდებისა და სხვა ხელოვნური ნაგებობების ინსპექტირება, საჭიროების შემთხვევაში კი, შესაბამისი ღონისძიებების გატარება. აღნიშნულის გამო, 27 ნოემრიდან 9 დეკემბრამდე პერიოდში, ჩქაროსნული ავტომაგისტრალის სამტრედია-გრიგოლეთის მე-4 მონაკვეთზე დროებით იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა", - აღნიშნულია განცხადებაში.

გზაზე დაწესებული შეზღუდვის განმავლობაში, ავტოტრანსპორტი იმოძრავებს ძველი, საერთაშორისო მნიშვნელობის სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის საავტომობილო გზის კმ45-კმ55 მონაკვეთის გავლით.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი