ავარია ქუთაისი-ზესტაფონის გზაზე - არიან დაშავებულები

გამოქვეყნდა:

ავტოსაგზაო შემთხვევა ქუთაისი-ზესტაფონის ავტომაგისტრალზე. "მთავარის" ინფორმაციით, შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა. ავარიის შედეგად დაიმტვრა ორი ავტომობილი.

თვითმხილვლები ყვებიან, რომ "სპრინტერის" მარკის მიკროავტობუსის მძღოლმა გადაჭარბებული სიჩქარის გამო საჭე ვერ დაიმორჩილა და მსუბუქ ავტომობილს დაეჯახა.  

შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია, თუმცა მსუბუქი დაზიანებებით რამდენიმე ადამიანი კლინიკაშია გადაყავანილი.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი