დაჭრა გურიაში - კაცმა ესროლა ნათესავს, რომლის ქათამმაც ბოსტანში პომიდორი შეუჭამა

გამოქვეყნდა:

სროლა იყო ცოტა ხნის წინ გურიაში, სადაც 73 წლის ერასტო ლომჯარია დაიჭრა. 

მეზობლების მედიასთან კომენტარს არ აკეთებენ, თუმცა პირად საუბრებში ამბობენ, რომ დაპირისპირება ნათესავებსა და მეზობლებს შორის მოხდა: "ერთის ქათმები გადავიდნენ მეორეს ბოსტანში და შეჭამეს პომიდორი, რასაც მოჰყვა დაპირისპირება, რის გამოც 73 წლის ერასტო ლომჯარია მისმა ნათესავმა და მეზობელმა 67 წლის ვაჯა ლომჯარიამ ცეცხლსასროლი იარაღით, სანადირო თოფით დაჭრა".

ჩვენი ინფორმაციით, დაჭრილი ოზურგეთის კლინიკაშია მოთავსებული. ექიმების თქმით, მას პირველადი დახმარება ჩაუტარდა. მათივე ინფორმაციით, პაციენტს აღემიშნება სანადირო თოფით ფეხისა და ბარძაყის არეში ჭრილობები. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ცხელ კვალზე დაკავებულია ერთი პირი. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სხეულის განზრახ მზიმე დაზიანებას გულისხმობს.

 

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი