რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებულ გიგა ჯოხაძეს სასამართლომ 2 500-ლარიანი ჯარიმა დააკისრა

გამოქვეყნდა:

რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე, 16 აპრილს დაკავებულ გიგა ჯოხაძეს სასამართლომ 2 500-ლარიანი ჯარიმა დააკისრა. გადაწყვეტილება მოსამართლე კობა ჩაგუნავამ მიიღო. 

"ჭავჭავაძის ცენტრის" მკვლევარი გიგა ჯოხაძე აქციაზე სკოლის მოსწავლე ძმასთან, სანდრო ჯოხაძესთან ერთად დააკავეს. ორივე მათგანი ამბობს, რომ დაკავების დროს პოლიციელებმა მათზე ფიზიკურად იძალადეს.

მათი ადვოკატი, ჯანო ჭკადუა, ამბობს, რომ ორივე ძმის შემთხვევაში, შსს-მ პროცესზე მათ წინააღმდეგ ვერცერთი მტკიცებულებას წარმოდგენა ვერ შეძლო.

ძმებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის დარღვევას ედავებოდნენ, რაც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს, ასევე, 166-ე მუხლს - წვრილმანი ხულიგნობა.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი