"[პროტესტი] გაგრძელდება მანამ, სანამ ჩვენი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება" | მე-2 დღეა ჭიათურაში დარკვეთის მაღაროს თანამშრომლები გაფიცულები არიან

გამოქვეყნდა:

გაფიცვის მეორე დღე ჭიათურაში - მაღაროელები სამუშაოს შესრულებაზე ამ დრომდე უარს ამბობენ. მათ სოლიდარობა მიწის ქვეშ დასაქმებულმა სხვა პირებმაც გამოუცხადეს. მუნიციპალიტეტში უკვე 13 მაღაროა გაჩერებული.

დარკვეთის მაღაროს თანამშრომლების მოთხოვნა 12-საათიან სამუშაო გრაფიკზე, ე.წ. ვახტურ რეჟიმზე გადასვლაა, რაც გულისხმობს თვეში 15 დღით მუშაობასა და მომდევნო 15 დღით დასვენებას. ასევე, ანაზღაურების გაზრდას. თუმცა, მათი თქმით, "ჯორჯიან მანგანეზი" მაღაროელების მოთხოვნას, ხელფასის ზრდასთან დაკავშირებით არ აკმაყოფილებს. 

"დღესდღეობით არცერთი მაღარო არ მუშაობს. ეს მაღარო უკვე "ვახტურ რეჟიმზე" უნდა იყოს გადასული. გვეუბნებიან ისევ იმას, რომ...უკვე 2-ჯერ ამოვიდა მაღაროს დირექტორი და გვეუბნება ერთსა და იგივეს, იმუშავეთ 12 საათი, ოღონდ ისევ ძველი სატარიფოთი, რაც მიუღებელია ჩვენთვის. ველოდებით, რომ დარეკონ, ჩავიდეთ მოლაპარაკებაზე. რა თქმა უნდა, კიდევ არ ვართ დარწმუნებულები, რომ წამოვლენ ჩვენს მოთხოვნაზე. [პროტესტი] გაგრძელდება მანამ, სანამ ჩვენი მოთხოვნა არ იქნება დაკმაყოფილებული," - ამბობს ერთ-ერთი მაღაროელი.

ასევე ნახეთ:

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი