გაფიცვის მე-3 დღე ჭიათურაში | "ჯორჯიან მანგანეზსა" და მაღაროელებს შორის გამართული შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა

გამოქვეყნდა:

ჭიათურაში მაღაროელების პროტესტი გრძელდება - დასაქმებულები მესამე დღეა სამუშაოს შესრულებაზე უარს აცხადებენ. ამ დროისთვის მუნიციპალიტეტში უკვე 13 მაღაროა გაჩერებული, 1 700-მდე მაღაროელი კი გაფიცული.

მათსა და კომპანია "ჯორჯიან მანგანეზის" წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გუშინ უშედეგოდ დასრულდა. 4-საათიანი შეხვედრის შემდეგ, რომელიც კომპანიის ოფისში გაიმართა, მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდი 5 დეკემბრისთვის ჩაინიშნა.

შეგახსენებთ, რომ დარკვეთის მაღაროს თანამშრომლების მოთხოვნა 12-საათიან სამუშაო გრაფიკზე, ე.წ. ვახტურ რეჟიმზე გადასვლაა, რაც გულისხმობს თვეში 15 დღით მუშაობასა და მომდევნო 15 დღით დასვენებას. ასევე, ანაზღაურების გაზრდას. 

მაღაროელები ამბობენ, რომ მუშაობას არ გააგრძელებენ, სანამ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი