"მშობლებს ალანძღვინა ჩემი თავი, ბავშვების წინ გამაშავა, მასწავლებლები ამიმხედრა" | წეროვანის მე-2 საჯარო სკოლის მასწავლებელი დირექტორს ზეწოლაში ადანაშაულებს

გამოქვეყნდა:

ზეწოლა პედაგოგზე -  წეროვანის მეორე საჯარო სკოლის მასწავლებელი დირექტორ ეთერ ჩიხლაძეს მის მიმართ ზეწოლაში ადანაშაულებს. თინათინ თინიკაშვილი ამტკიცებს, რომ დირექტორს პირადი შურისძიება ამოძრავებს, მაღალი კვალიფიკაციის მქონე პედაგოგს სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებას უზღუდავს და შეურაცხყოფას აყენებს. 

"მებრძვის ყველანაირად. მშობლებსაც ალანძღვინა ჩემი თავი, მოსწავლეების წინაშეც გამაშავა. ყველა მომენტი აქვს გამოყენებული. მასწავლებლები ხომ საერთოდ არ მელაპარაკებიან. ამიმხედრა. დედას გეფიცებით, თუ ვინმესთან ოდნავადაც კი რაიმე უხეში სიტყვა მეკადრებინოს ან რაღაცა გადაბრუნებული მეთქვას. იცით როგორც აკეთებენ, მასწავლებლების ნახევარი გამარჯობას, რომ არ მეუბნება გამივლის და ჩუმად ჩაიბუტბუტებს გამარჯობა. ეს ხომ საშინელ განწყობას მიქმნის. ამით მაიძულებს, რომ დავტოვო სკოლა.  

შეწყდეს ჩემი დისციპლინარული დევნა, აი, ეს მინდოდა პირველ რიგში. მეორეც ერთი, მომეცეს საათების თანაბრობით განაწილების უფლება. ერთს რომ აქვს ოთხი კლასი და მეორეს ორი კლასი, არ არის სწორი გადანაწილება. არ არის სწორი მიდგომა. შემოდის ნანი უშვერიძე კვლავ იწყებს ჩემი საშინელი სიტყვებით ლანძღვას. მე ვუთხარი, თუ არ გაჩერდებით, ეხლავე გამოვიძახებ პატრულს. არ გაჩერდა, მერე დირექტორთან შევედი მეთქი გააჩერეთ, თორემ მომყავს პატრული.. კივის, კი არ ყვირის.. გლანძღავს უშვერი სიტყვებით და არ ჩერდება," - ამბობს თინათინ თინიკაშვილი.

ცნობისთვის, თინიკაშვილი 6 წელზე მეტია, რაც წეროვანის მე-2 საჯარო სკოლის პედაგოგია. ის აღნიშნავს, რომ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით სამართლებრივ გზებს უკვე მიმართა.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი