2023 წელს რუსებმა საქართველოში 5 700-ზე მეტი ბინა შეიძინეს

გამოქვეყნდა:

რუსეთის მოქალაქეებმა 2023 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოში 5 784 ბინა შეიძინეს - ამის შესახებ იუსტიციის სამინისტროს მიერ დეპუტატ თინა ბოკუჩავასთვის გაცემული პასუხიდან ირკვევა.​

იუსტიციის სამინისტროს მონაცემების მიხედვით, წელს იანვარ-ნოემბრის განმავლობაში რუსეთის მოქალაქეებმა უფრო მეტი ქონება შეიძინეს, ვიდრე მთელი 2022 წლის განმავლობაში. გასულ წელს რუსებმა საქართველოში 5 424 ბინა იყიდეს.

როგორც BM.GE წერს, გაზრდილია რუსეთის ფედერაციის მოქალაქეთა მიერ საქართველოში მიწის ნაკვეთების ყიდვის სტატისტიკაც. 2022 წლის განმავლობაში მათ 1 625 ნაკვეთი შეიძინეს, წელს კი 1 872.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი