"არც გეოლოგიური, არც სეისმოლოგიური დასკვნა არ ყოფილა... რას აშენებენ, არ ვიცით" | გურიაში ჰესის მშენებლობას აპროტესტებენ

გამოქვეყნდა:

პროტესტი ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ - ოზურგეთში, ბჟუჟის ხეობაში, სოფელ გომში ჰიდროელექტროსადგურების მიმდინარე მშენებლობას ადგილობრივები ეწინააღმდეგებიან. სამი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა ხელისუფლებასთან დაახლოებულმა კომპანიამ "პარვუს" ჯგუფმა ისე დაიწყო, რომ ადგილობრივები არც კი გაუფრთხილებია. 

ოზურგეთის მერიაში ფაქტთან დაკავშირებით კომენტარს ამ დრომდე არ აკეთებენ. არ ასაჯაროებენ არც მათსა და კომპანია "პარვის ჯგუფს" შორის დადებულ მემორანდუმს.

დეტალები საზოგადოებისთვის უცნობია, თუმცა გარემოსდამცველები ამბობენ, რომ კომპანია, რომელმაც ჰიდროელექტროსადგური უნდა ააშენოს, მშენებლობას კანონდარღვევით იწყებს. კონკრეტულად კი საუბარია მშენებლობის პირველ ეტაპზე.

მიუხედავად იმისა, რომ კომპანიის წარმომადგენლები საუბრობენ მინიმუმ ოთხი კვლევის ჩატარებაზე ჰესის გარემოზე ზემოქმედებასთან დაკავშირებით, ადგილობრივები ეჭვობენ, რომ ტერიტორია არ შეუსწავლიათ და არანაირი კვლევა არ ჩატარებულა.

ბუნების დამცველები აცხადებენ, რომ ეს არის დანაშაული და ცნობილია, რომ სარჩელს ჰესების უკანონო მშენებლობის გამო შეიტანენ და მშენებლობის შეჩერებას სასამართლოს ძალით მოითხოვენ. 

"პარუს ჯგუფი, საერთოდ ამ დერევაციულ მილშია გასაძრომი და ამას გურულები გავაკეთებთ..
არანაირი, არც გეოლოგიური, არც სეისმოლოგიური დასკვნა არ ყოფილა... რას აშენებენ, არ ვიცით. გამოგვიჩნდნენ ერთი, გავაკეთებთ კვლევებს და გაგაცნობთო. პროექტი არ არსებობს, ერთი იციან, რომ მთაში არის მდინარე ბჟუჟი და  უნდათ გაატარონ მილში, რომ შემდეგ ბიტკოეიონები ყაჭონ. არ გავანადგურებინებთ არ ხეობას" - ამბობს აქტივისტი ირმა გორდელაძე.

ჰესის მშენებლობის წინააღმდეგნი არიან სოფელი გომის მაცხოვრებლებიც, რომლებიც ამტკიცებენ, რომ მშენებლობას არ დაუშვებენ.

"იყო საუბარი, მაგრამ ჩემთან არავინ არ მოსულა..აკეთებნ მისთვის.. ჩვენთვის არაფერ აკეთებენ..." - ამბობს სოფელ გომის მაცხოვრებელი.

აღსანიშნავია, რომ კომპანია "პარვის ჯგუფის წარმომადგენლებს, ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით შეხვედრა გომელებთან არ ჩაუტარებიათ. ადგილობრივები კი ამბობენ, კომპანიას მშენებლობის უფლებას არ მისცემენ და ამბობენ, რომ სოფელში პროტესტი დაიწყება. როგორ განვითარდება ბჟუჟის ხეობაში ვითარება და მოუწევს თუ არა კომპანიას სასამართლოს ძალით უკან დახევა, ეს დროთა განმავლობაში გაირკვევა. 
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი