სქემა სანქცირებული კონტრაბანდის გადასაზიდად | სასაზღვრო პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსანი სისტემას კიდევ ერთხელ ამხელს

გამოქვეყნდა:

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ რუსეთს უმკაცრესი ეკონომიკური სანქციები დაუწესდა. ამ სანქციებს საქართველოს ხელისუფლება არ შეურთდა. მეტიც, კატეგორიული გაფრთხილებების მიუხედავად, მოსკოვთან პირდაპირი ავიამიმოსვლა გახსნა. "ქართული ოცნება" თავს იმით იმართლებდა, რომ მკაცრად გააკონტროლებდა ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ტრანზიტს და პოტენციურად სამხედრო დანიშნულების ტვირთებს საქართველოზე არ გაატარებდა. თუმცა გვახსოვს, რომ მას შემდეგ, რაც ირანმა რუსეთისთვის დრონების მიწოდება დაიწყო, ირანულმა თვითმფრინავებმა საქართველოს საჰაერო სივრცე აქტიურად გამოიყენეს.

უკვე დღეს კი სასაზღრო პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსანი ასახელებს კონკრეტულ ფაქტს, რომელიც ადასტურებს, რომ გასაიდუმლოებული ტვირთების გადაადგილება საქართველოს საზღვაო ადმინისტრაციის სახელით ხდება, ოღონდ ისე, რომ ეს გემები საქართველოში არც შემოდიან.

მარტივად რომ ვთქვათ, ციფრული სიმულაციით გემი თითქოს ბათუმში შემოდის, იქ დგას და იტვირთება. რეალურად კი იგივე ხომალდი რუსეთის პორტში დგას და საერთაშორისო ნავიგაციის სისტემას ყალბ მონაცემებს უგზავნის. შემდეგ ეს ხომალდი ისე მიდის დანიშნულების ადგილამდე, რომ მისი მოგზაურობის საწყის წერტილად საქართველო რჩება და არა რუსეთი. შესაბამისად, რაც არ უნდა იდოს მის ბორტზე, ის სანქციებს და კონფისკაციას არ დაექვემდებარება.

ეს ძალიან დახვეწილი სქემაა, თუმცა არა ახალი. იგივე სქემა ირანული ნავთობის კონტრაბანდისთვისაც გამოიყენებოდა. რუსეთისა და "ქართული ოცნების" თანამშრომლობა ამ ამბის ერთი ეპიზოდია. მეორე ეპიზოდია ირანული ნავთობის სქემა, რომლის უკანაც ერთ-ერთ ნომინალურ მფლობელად დასავლურმა მედიამ და ლოიდს ლისტის გამოძიებამ საქართველოს მოქალაქე აღმოაჩინა.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი