ჭიათურაში, დარკვეთის მაღაროელებსა და კომპანია "ჯორჯიან მანგანეზს" შორის შეთანხმება შედგა. დარკვეთელი მაღაროელები თებერვლიდან ე.წ. ვახტურ რეჟიმზე გადავლენ, რაც 15 დღე მუშაობას და 15 დღე დასვენებას გულისხმობს, მათი სამუშაო დღე კი შესაბამისი ანაზღაურებით 12-საათიანი იქნება.
შეგახსენებთ, რომ მაღაროში დასაქმებულები 5 დღის წინ გაიფიცნენ, მათ სოლიდარობა მუნიციპალიტეტის მასშტაბით არსებულმა ყველა მაღარომ გამოუცხადა, რის შედეგადაც ამ დრომდე 13 მაღარო გაჩერებული იყო,1 700-მდე დასაქმებული კი გაფიცული.