იტალიური ოპერა UNESCO-ს კულტურული მემკვიდრეობის სიაში შეიტანეს

გამოქვეყნდა:

იტალიური ოპერა UNESCO-ს კულტურული მემკვიდრეობის სიაში შეიტანეს. ამის შესახებ გაეროს კულტურის სააგენტო UNESCO-მ განაცხადა. მათ იტალიური ოპერა არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის კატეგორიაში შეიყვანეს, რომელშიც უკვე წარმოდგენილია იტალიური პიცის დამზადება.

კულტურის მინისტრი, ჯენარო სანჯულიანო მიესალმა UNESCO-ს გადაწყვეტილებას, ოფიციალურად მიღებამდე რამდენიმე საათით ადრე.

”ეს რაღაც ისტორიულია... ”ბელ კანტოს” ოპერის დიდი აღიარება UNESCO-ს არამატერიალური მემკვიდრეობის სიაში და ჩვენ უნდა ვიამაყოთ ამით”, - თქვა მან RAI საზოგადოებრივ რადიოში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი