"მიენიჭოს საქართველოს კანდიდატის სტატუსი" | ევროკავშირის ელჩს ქართველი მეღვინეები მიმართავენ

გამოქვეყნდა:

"მიენიჭოს საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი", - ამ მოთხოვნით, ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰერჩინსკის, ღვინის კომპანიების 178 წარმომადგენელი მიმართავს. 

მარნების წარმომადგენლების განცხადებაში წერია, რომ პოსტსაბჭოთა პერიოდის შემდეგ, ქართული ღვინო დღეს უკვე ახალი იდენტობის ძიებისა და განვითარების გარდამტეხ საფეხურზეა. რისთვისაც, მათი თქმით, საჭიროა დამოუკიდებელ სახელწიფოში სტაბილური, მშვიდობიანი და მდგრადი განვითარების პირობები.

მეღვინეები ამბობენ, რომ წლების განმავლობაში ევროკავშირი როგორც ფინანსურად, ასევე სხვადასხვა შესაძლებლობის მიცემით საქართველოს გვერდში ყოველთვის ედგა. ევროპულ ოჯახში გაწევრიანების შემთხვევაში კი, მათი თქმით, შესაძლებლობები კიდევ უფრო გაფართოვდება დ ქართულ ღვინოს კიდევ უფრო დიდი და ფართო გზა ექნება გახსნილი ევროპის ქვეყნებში. 

მანამდე, ამავე მოთხოვნით ევროპულ საბჭოსა და ევროკავშირის ელჩს პროფესორ-მასწავლებლებმა მიმართეს:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი