"მთავარის" ინფორმაციით, ოკუპირებულ გალში საქართველოს მოქალაქის მკვლელობაში ბრალდებული ე.წ. მილიციის 3 თანამშრომელი დააკავეს

გამოქვეყნდა:

"მთავარი არხისინფორმაციით, დროებით ოკუპირებულ გალში დააკავეს . მილიციის 3 თანამშრომელი, რომლებმაც საქართველოს მოქალაქე,  თემურ (ვიტალი) კარბაია, ცემით მოკლეს. ისინი . შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორში იმყოფებიან, თუმცა რა მუხლით დაიწყო გამოძიება უცნობია.

კარბაიას მკვლელობას ადასტურებს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, თუმცა უწყებას დეტალური ინფორმაცია არ აქვსრა გახდა საქართველოს მოქალაქისა და . მილიციას შორის დაპირისპირების მიზეზი

რაც შეეხება მოკლულის ოჯახს, ისინი სამივე "მილიციელის" უმკაცრესად დასჯას ითხოვენ და ამბობენ, რომ მკვლელობასთან დაკავშირებით ჯერჯერობით არანაირი ინფორმაცია არ აქვთ

"ქუჩაში მოდიოდა, სახლში და სად მიდიხარო, ასე აჰყვნენ ერთმანეთს ალბათ.. ძვლები დამტვრეული აქვს, გვერდები, რა ვიცი ყველაფერი შიგნიდან არის განადგურებული.. გუშინ კომაში იყოო და გუშინ გარდაიცვალა ღამით.. უნდა დაისაჯონ ვინც გააკეთა ისინი" - ამბობს კარბაიას ოჯახის წევრი.

შეგახსენებთ, რომ  დროებით ოკუპირებულ გალის რაიონში საქართველოს მოქალაქეს, თემურ კარბაიას, საოკუპაციო რეჟიმის .. მილიციის თანამშრომლებმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და სასტიკად სცემეს. მიღებული დაზიანებების გამოკარბაია საავადმყოფოში მიყვანისთანავე დაიღუპა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი