გორის გვირაბის ცალკეულ მიმართულებებზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება | ჩამონათვალი

გამოქვეყნდა:

საავტომობილო დეპარტამენტის ცნობით, 11 დეკემბრის 23:00 სთ-დან 12 დეკემბრის 03:00 სთ-მდე გვირაბის სენაკი-თბილისის, ხოლო 12 დეკემბრის 03:00 სთ-დან 07:00 სთ-მდე, გვირაბის თბილისი-სენაკის მიმართულებებზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება. 

"საავტომობილო გვირაბის სენაკი-თბილისის მიმართულების ჩაკეტვის პერიოდში, ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გორის გვირაბების შემოსავლელ საავტომობილო გზაზე. ხოლო, საავტომობილო გვირაბის თბილისი-სენაკის მიმართულების ჩაკეტვის პერიოდში ავტოტრანსპორტის ნაკადი იმოძრავებს გვირაბის სენაკი-თბილისის მიმართულებაზე და სენაკი-თბილისის მიმართულება გადაერთვება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გორის გვირაბების შემოსავლელ საავტომობილო გზაზე" - წერია განცხადებაში

დეპარტამენტის ცნობით,  აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი